საქართველოს მასშტაბი
პროექტში ჩაერთვნენ თეატრები მთელი საქართველოს მასშტაბით და „საქართველოს თეატრალურ საზოგადოებასთან“ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი
2018 წლიდან მოქმედი პროექტი მოსწავლეებს თეატრალურ ცხოვრებაში, შემოქმედებით შეხვედრებსა და საქველმოქმედო მხარდაჭერაში რთავს.
კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი • 2018 წლიდან
2018 წლის 24 ნოემბრიდან ფონდი ახორციელებს კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტს „მოდი თეატრში“. პროექტის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის აღსაზრდელების ფართოდ ჩართვა თეატრის ცხოვრებაში.
სპექტაკლების შემდეგ მონაწილეები პირისპირ ხვდებიან მსახიობებსა და რეჟისორს, ერთვებიან დისკუსიასა და კითხვა-პასუხის რეჟიმში კომუნიკაციაში. გაყიდული ბილეთებიდან მიღებული თანხა მთლიანად ხმარდება სხვადასხვა ბენეფიციარის გადაუდებელ საჭიროებებს სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად.
პროექტში ჩაერთვნენ თეატრები მთელი საქართველოს მასშტაბით და „საქართველოს თეატრალურ საზოგადოებასთან“ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში დაიდგა ბერტოლტ ბრეხტის საქველმოქმედო სპექტაკლი „სამგროშიანი ოპერა“. სპექტაკლიდან მიღებული თანხა მთლიანად მოხმარდა სოციალურად დაუცველ ბავშვებს.










ფოტოები: საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“.
გაიგეთ მეტი