1. რა არის საქველმოქმედო ფონდის “ცხოვრება მშვენიერია” მიზანი და რა სახის დახმარებას გვთავაზობს ფონდი?
ფონდის მიზანია სოციალური მხარდაჭერის გაწევა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ დახმარებას და ნაკლებ მხარდაჭერას იღებენ სახელმწიფოსა თუ კერძო სექტორისგან. ჩვენ ვეხმარებით ონკოლოგიურად დაავადებულ ბავშვებს, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს, ძალადობის მსხვერპლ მრავალშვილიან ქალებს, მრავალშვილიან ოჯახებს და სხვა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ პირებს. დახმარება მოიცავს ფინანსურ, საკვებით, სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და სხვა საჭირო რესურსებით მხარდაჭერას.