ჩვენს შესახებ
ცხოვრება მშვენიერია
დონაციაა(ა)იპ „ცხოვრება მშვენიერია“ოფიციალურად 2014 წლის 17 იანვარს შეიქმნა და სხვადასხვა პროექტებისა თუ ღონისძიებების, ავტორი და ორგანიზატორია. ფონდს დღემდე განხორციელებული აქვს 50-ზე მეტი პროექტი.მათ შორისაა პროექტი "სიცოცხლისათვის",- 4 გალა კონცერტი ზედიზედ 4 წლის განმავლობაში სპორტის სასახლეში სახელწოდებით #სიცოცხლისათვის. ასევე ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა ბერი ანდრიას ფონდის დასახმარებელი ღონისძიება, პროექტიდან შემოსული თანხა კი მოხმარდა „ბედნიერი სახლის“ მშენებლობას.(სარეაბილიტაციო სახლი) 2018 წლიდან კი ფონდი ახორციელებს კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტს - „მოდითეატრში-ს“, რომლის ფარგლებშიც განხორციელებული ღონისძიებებიდან შემოსული თანხებით მუდმივად ვეხმარებით სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარებს.ასევე სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ პროექტის ფარგლებში შეხვდნენ სპექტაკლის რეჟისორს,წამყვან მსახიობებს,და მათთან ერთად მოხდეს სპექტაკლის განხილვა.ამით ბავშვები უფრო მეტად უახლოვდებიან თეატრს. პროექტის ერთერთი მთავარი მიზანი კი კულტურის და განათლების პოპულარიზაციაა.
2018 წლიდან ფონდი პროექტ #ჩვენაქვართთქვენთვის ფარგლებში, ეხმარება სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს საკვები პროდუქტებით,ტკბილეულით და საყოფაცხოვრებო ნივთებით.ბენეფიციართა რიცხვი უკვე 400 მდე ოჯახს შეადგენს.
2021 წლიდან ფონდი აგრძელებს პროექტს #მოდითეატრში,რომელშიც ჩართულები არიან შშმ პირები და პროფესიონალი მსახიობები,პროექტის ფარგლებში 2 წარმატებული სპექტაკლი შედგა ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრში და ასევე კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში.
2022 წლიდან საქველმოქმედო ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობს იტალიასთან და იტალიის საელჩოსთან საქართველოში,6 გრანდიოზული კონცერტი თბილისის სპორტის სასახლეში, სასტუმრო ბილტმორში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და რესტორან ქვევრში, ქალაქ ტყიბულში და თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში.ლეგენდარული იტალიელი მომღერლები:RICCHI E POVERI, AL BANO,PUPO.
დღევანდელი დღისთვის ფონდი ცხოვრება მშვენიერია 3 ძირითად პროექტზე მუშაობს:
1. იტალიელი მომღერლების და მსახიობების ჩამოყვანა საქართველოში და ღონისძიებიდან შემოსული თანხით ბენეფიციარების დახმარება.
2. პროექტი #მოდითეატრში-რომელშიც ჩართულები არიან შშმ პირები და პროფესიონალი მსახიობები,პროექტი ხორციელდება კულტურის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით.
3. პროექტი #ჩვენაქვართთქვენთვის-რომელიც გულისხმობს ყოველთვიურად სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება საკვები პროდუქტებით და საყოფაცხოვრებო ნივთებით
Our team